საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების მ.შ-სა და ა.შ-ს ფიზიკური დათვალიერებისას, სხეულზე, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, ოქროს (ჯამში 623,64 გრ) და ვერცხლის (ჯამში 821,83 გრ) ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ, საერთო ჯამში 38,840.29 ლარი შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
მათივე ინფორმაციით, საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.