თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლები სააღდგომოდ ფულად წახალისებას მიიღებენ.
„თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს" ინფორმაციით, კვირის ბოლომდე ფულად წახალისებას 9 300 თანამშრომელი მიიღებს. ამ მიზნით სააგენტოს ბიუჯეტიდან 1,180 მლნ ლარია გათვალისწინებული.
„საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელს 125 ლარი დაერიცხება, თუმცა ხელზე 100 ლარს აიღებენ. ამასთან, სააღდგომოდ 125 ლარის ოდენობით ფულად წახალისებას ვერ აიღებენ ის პირები, რომლებიც არაანაზღაურებად შვებულებაში იმყოფებიან“, – აცხადებენ სააგენტოში.