ჩინეთი მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წევრებს მოუწოდებს ერთად აღუდგნენ აშშ-ს პროტექციონიზმს. ამის შესახებ განცხადება მსო-ში ჩინეთის სახელმწიფოს წარმომადგენელმა ჩჟან სენჩენმა განაცხადა.
„ამერიკის მიერ გამოქვეყნებული სია წარმოადგენს მსო-ს ძირითადი პრინციპების უგულველყოფას, ჩინეთი კი ამერიკის ამ გადახრების დასარეგულირებლად მიმართვას მსო-ს უთანხმოების მარეგულირებელ მექანიზმებს, ამასთან, მოვუწოდებთ ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს ჩინეთთან ერთობლივად წინ აღუდგნენ ამერიკის სავაჭრო პროტექციონიზმს“ - განაცხადა სენჩენმა, რომლის მიმართვაც გამოქვეყნდა ჩინეთის კომერციის სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე Weibo-ში.
ჩჟან სენჩენის განცხადებით, ამერიკის ქმედებებმა სერიოზულად შეარყია მსო-ს საფუძვლები და საფრთხე შეუქმნა მრავალმხრივი ვაჭრობის სისტემას. „ჩინეთი მიიღებს თანაბარ კონტრ ზომებს ამერიკის საპასუხოდ, ეს არის აუცილებელი ნაბიჯები ამ წარმოუდგენელ სიტუაციაში და მიზნად ისახავს სავაჭრო პროტექციონიზმის შემდგომი გავრცელების საფრთხის თავიდან აცილებას“ - განაცხადა მან.
გუშინ ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ აშშ ჩინური დასახელების 1,3 ათას პროდუქციაზე აპირებს გადასახადის დაწესებას, როგორც პასუხს ჩინეთის მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების დარღვევაზე. ამგვარად, შტატები ცდილობს დაძლიონ მრავალმილიარდიანი სავაჭრო დეფიციტი, რომელიც ჩინეთთან გააჩნიათ. ამერიკელების გათვლებით, ჩინელები ამ მხრივ 50 მილიარდ დოლარს დახარჯავენ. თავის მხრივ, ჩინეთმა კი სარკისებურ პასუხზე მზაობა გამოაცხადა, თუმცა არაერთხელ ისიც განაცხადეს, რომ მათ არ სურთ ამერიკასთან სავაჭრო ომი.
კოკა კვირკველია