„როსსელხოზნადზორი“ რუსეთში სომხური პომიდვრის იმპორტზე კონტროლს ამკაცრებს

რეექსპორტის ეჭვის გამო „როსსელხოზნადზორი“ სომხური პომიდორის იმპორტზე კონტროლის გამკაცრებას გეგმავს.

ამის საფუძველი არის სომხეთიდან საეჭვოდ დიდი რაოდენობით პომიდვრის ექსპორტი, რომელთაც არ გააჩნიათ სათანადო ეტიკეტირება მის წარმომავლობასთან დაკავშირებით.

უფრო ადრე, გასული წლის ოქტომბერში, „როსსელხოზნადზორი“ ფედერალურ საბაჟო სამსახურს სთავაზობდა აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან რუსეთში იმპორტირებული პომიდვრის და პომიდვრის ნაწარმის სრული დაცლა მომხდარიყო ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარე საბაჟოებზე. მაშინ ეჭვი არსებობდა იმისა, რომ რუსეთში თურქული პომიდორი შედიოდა.

შეგახსენებთ, რუსეთმა თურქულ პომიდორზე ემბარგო 2016 წლის 1-ელ იანვარს დააწესა, 2015 წლის ნოემბერში თურქების მხრიდან სუ-24 გამანადგურებლის ჩამოგდების საპასუხოდ. 2016 წლის შემოდგომიდან ეს შეზღუდვები შემსუბუქდა, თუმცა პომიდორზე ემბარგო შენარჩუნდა 2017 წლის ნოემბრამდე. ამჯერად კი რუსეთი მზადაა თურქეთიდან უფრო მეტი დასახელების პომიდვრის პროდუქცია დაუშვას.

კოკა კვირკველია