„სამხრეთ ოსეთში“ რუსეთის მიერ 4 მილიარდი რუბლით დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამა ამუშავდა.
„ჩვენ ვიწყებთ საინვესტიციო პროგრამის ამუშავებას 2018-2019 წლებზე. დაგეგმილია სასტუმროს მშენებლობა, საბაშვო ბაღის, გზებისა და ბევრი სხვა სოციალური დანიშნულების ობიექტის. ზაფხულიდან დაიწყება პირველი ეტაპი და ის გაგრძელდება მომდევნო წლის განმავლობაში“ - განაცხადა ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსულ დელეგაციასთან შეხვედრისას.
სამშაბათს ცხინვალს ეწვია დელეგაცია რუსეთის პრეზიდენტის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილე სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებით დსთ-ს და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების საკითხებში დენის ტრავინისა და ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში მინისტრის მოადგილე იგორ კოშინინის ხელმძღვანელობით.
როგორც ტრავინმა განაცხადა, ის გაოცებულია იმ ობიექტებზე ჩატარებული სამუშაოებით, რომლებიც ცოტა ხნის წინ ჩამოძონძილ მდგომარეობაში იყო.
რუსეთის საინვესტიციო პროგრამა 2018-2019 წლებში მოიცავს 24 ღონისძიებას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს „სამხრეთ ოსეთის“ განვითარებას და დაკავშირებულია ეკონომიკის რეალურ სექტორთან, ტურიზმთან, მშენებლობასთან და სხვა მიმართულებებთან.
კოკა კვირკველია