კომპანია, რომელიც თბილისში ბიზნეს-სახლს ააშენებს

თბილისში ბიზნეს-სახლის ასაშენებლად გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული უკვე გამოვლინდა.

სატენდერო კომისიის გადაწყვეტილების ბიზნეს-სახლს ორთაჭალაში კომპანია „დაგი“ ააშენებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტენდერი გასული წლის 21 დეკემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 23 იანვარს დასრულდა. ამასთან, სატენდერო პირობების თანახმად, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 71 621 080 ლარი იყო. „დაგის“ მიერ შეთავაზებული თანხა კი 59 346 519 ლარია.

ცნობისთვის, პროექტზე ტენდერი ორ ნაწილად გამოცხადდა, პირველი ტენდერი შენობის საფუძვლის, შავი კარკასის და მსგავსი სამუშაოების განხორციელებას ეხებოდა, მეორე ტენდერი კი უკვე ფასადის, სახურავის მოწყობა-მონტაჟის სამუშაოებზე იყო გამოცხადებული. აღსანიშნავია, რომ 1-ელ ტენდერში კომპანია „ენსისმა“ გაიმარჯვა.

„დაგის“ 75%-იან წილს გოგი გულორდავა, 25%-იან წილს კი თამარ ჩხეტია ფლობს.