რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიმ ერდოღანმა თურქეთში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას სტარტი მისცეს.
პუტინი ანკარაში ორდღიანი ვიზიტით გუშინ ჩავიდა, სადაც მას უპრეცენდენტო დახვედრა მოუწყვეს, (პუტინის კორტეჟს ცხენების ესკორტი მიაცილებდა, პრეზიდენტის სასახლესთან კი მის დასახვედრად 21-ჯერ გაისმა ზალპი, რაც როგორც თურქულ მედიაში წერენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სტუმრებისადმი დახვედრისას ხდება).
„იმედი მაქვს, 2023 წელს ჩვენ ერთად მივიღებთ მისი გახსნის ცერემონიალში მონაწილეობას“ - მიმართა ერდოღანმა პუტინს. თავის მხრივ კი პუტინი თურქ კოლეგას დაჰპირდა, რომ ამ მოწვევას სიამოვნებით მიიღებს და იმედი გამოთქვა, რომ აეს-ის სიახლოვეს მცხოვრებლები იგრძნობენ კეთილდღეობას ამ მაღალტექნოლოგიური ობიექტისგან.
კოკა კვირკველია