ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა, არსებული ინფორმაციით, არიან დაღუპულები

ტყიბულის შახტაში უბედური შემთხვევა მოხდა.

”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, არის მსხვერპლი, ასევე არიან დაშავებულები.

”ინტერპრესნიუსი” ცდილობს ადგილზე დამატებითი დეტალების მოპოვებას.

როგორც საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირებში აცხადებენ, შემთხვევა მინდელის მაღაროში, დილის 04:00 საათზე მოხდა. მათი ინფორმაციით, არიან დაღუპულები, თუმცა რაოდენობას ამ ეტაპზე აზუსტებენ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, დაღუპულია ექვსი ადამიანი, სამი კი - დაშავებული.