მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად, წინასწარი ინფორმაციით, დაღუპულია 6 ადამიანი, დაშავებულია - 3, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროფკავშირის წევრმა, მინდელის შახტის ტრანსპორტის უბნის უფროსის თანაშემწემ გიგა ისაკაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ის მაღაროსთან იმყოფება, სადაც მობილიზებულია სასწრაფო დახმარება და მაშველების ჯგუფი და ელოდებიან გარდაცვლილების შახტიდან ამოყვანას.
„როგორც გვეუბნებიან და გვაქვს წინასწარი ინფორმაცია, 6 გარდაცვლილია, 2 მძიმედ არის დაშავებული, ხოლო ერთი - მსუბუქად. შემთხვევა გვიან ღამით, 04:00 საათზე მოხდა“, - განაცხადა გაგა ისაკაძემ.
როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იტყობინება, სამი დაშავებული ქუთაისში, საავადმყოფოში გადაიყვანეს.