სამუშაო ადგილზე მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების გამო ყოველთვიურ სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან 966 მოქალაქე იღებს, საიდანაც 77,4% იმერეთის რეგიონზე მოდის.
სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ მარტში მათთვის გადარიცხულმა თანხამ 124 098 ლარი შეადგინა. აქედან 92 483 ლარი მხოლოდ იმერეთის რეგიონში დასაქმებულებზე მოდის. მეორე ადგილზეა თბილისი 16 698 ლარით, მესამეზე კი - ქვემო ქართლი - 5 990 ლარით.
ამასთან, სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით, დახმარების მიმღებთაგან 317 პირს ყოველთვიურად სახელმწიფოსგან 50-დან 100 ლარამდე ერიცხება. 209 ადამიანს 150-200 ლარამდე. 203 პირს - 100-დან 150 ლარამდე. 130 პირი მხოლოდ 50 ლარამდე დახმარებას იღებს. 46 პირი 250-დან 300 ლარამდე. 41 – 200-დან 250-მდე. 28 პირს კი ყოველთვიურად 300 ლარზე მეტი ერიცხება.
ყველაზე მეტი ბენეფიციალური იმერეთის რეგიონშია, აქ სოციალურ დახმარებას სახელმწიფოსგან 748 ადამიანი იღებს, მეორე ადგილზე - 58 ადამიანით არის თბილისი, მესამეზე ქვემო ქართლი - აქ დახმარებას 99 ადამიანი იღებს.
2017 წელს შრომითი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ჯანმრთელობის დაზიანების შემდეგ დანიშნულ სოციალურ დახმარებაში 1 582 806 ლარი დაიხარჯა.