რა ეღირება ქუთაისიდან ბუქარესტის მიმართულებით ბილეთი -  Wizz Air ახალ  მიმართულებას ამატებს

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air ზაფხულიდან კიდევ ერთ ახალ მიმართულებას ამატებს.

კერძოდ, კომპანიის ცნობით, ქუთაისი-ბუქარესტის მიმართუულებით  ფრენები 2018 წლის 3 ივლისიდან დაიწყება. რეისები კი კვირაში სამჯერ: სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს განხორციელდება.

მათივე ცნობით, ბილეთების დაჯავშნა უკვე შესაძლებელია wizzair.com-ზე. ამასთან, ქუთაისი-ბუქარესტის მიმართულებით ბილეთის ფასი 74.99 ლარიდან იწყება.