კომპანია Google-ის ხელოვნური ინტელექტის განყოფილების ხელმძღვანელი ჯონ ჯანანდრეა ანალოგიურ პოსტზე დაინიშნა კონკურენტ კომპანიაში Apple Inc.
როგორც Dow Jones-ი ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, Apple-ის ხელმძღვანელთა სიის გაცნობისას აღმოაჩინეს, რომ ჯანანდრეა კომპანიის უფროსი ვიცე პრეზიდენტი გახდება და უშუალოდ ტიმ კუკის დაქვემდებარებაში იქნება.
თავად კომპანია Apple-ში ფაქტის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ, ხოლო Google-ის პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ჯანანდრეამ მათი კომპანია დატოვა.
ჯანანდრეა Google-ში 2010 წლიდან მუშაობდა, მისი მუშაობის პერიოდში ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა მიღწევები დანერგეს კომპანიის სხვადასხვა პროდუქციაში. 2016 წლიდან ის Google-ის საძიებო სისტემის განყოფილების დირექტორი გახდა. ახლა კი ის შეუერთდა გუნდს, სადაც მუშაობენ უნივერსიტეტ კარნეგი-მელოუნის პროფესორი რუსლან სალახუტდინოვი და ვაშინგტონის უნივერსიტეტის პროფესორი კარლოს გუსტრინი.
თავად Google-ში კი ამიერიდან ხელოვნური ინტელექტის განყოფილებას ჯეფ დინი უხელმძღვანელებს, რომელიც კომპანიაში 1999 წლიდან მუშაობს.
კოკა კვირკველია