ამერიკის პრეზიდენტის აზრით, აშშ-სა და ჩინეთს შორის ახლა სავაჭრო ომი არ მიმდინარეობს.
„ჩვენ არ ვიმყოფებით სავაჭრო ომის მდგომარეობაში ჩინეთთან, ეს ომი უკვე მოხდა და მასში აშშ დიდი ხნის წინ დამარცხდა ამერიკის სულელი და არაკომპეტენტური წარმომადგენლების გამო. ახლა ჩვენ გვაქვს სავაჭრო დეფიციტი 500 მილიარდი დოლარის ოდენობით წელიწადში და ინტელექტუალური საკუთრების ქურდობა დამატებით 300 მილიარდის ოდენობით. ჩვენ არ შეგვიძლია ეს ასე დავტოვოთ“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე.
ცოტა ხნის ადრე აშშ-მა გამოაქვეყნა იმ პროდუქციის ჩამონათვალი, რომელსაც შეეხება 25%-იანი გადასახადი და რომლის ჯამური მოცულობა 50 მილიარდ დოლარს აღწევს. ეს ზომა ტარდება ამერიკის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმის „ბრძოლა ჩინეთის ეკონომიკური აგრესიის წინააღდეგ“ ფარგლებში.
ოთხშაბათს კი ცნობილი გახდა, რომ ჩინეთმა პასუხად 106 დასახელების ამერიკული წარმოების პროდუქტზე დააწესა 25%-იანი გადასახადი, რომელთა მოცულობაც ასევე 50 მილიარდი დოლარით განისაზღვრა.
კოკა კვირკველია