მხოლოდ ტყიბულის მაღაროებში, გასულ 15 თვეში 12 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს.
ამასთან, პროფკავშირების ინფორმაციით, 2018 წლის გასულ სამ თვეში საწარმოო უბედური შემთხვევების შედეგად, (სხვადასხვა სფეროში) ქვეყნის მასშტაბით სამუშაო ადგილზე გარდაიცვალა 18 ადამიანი და მძიმედ დაშავდა - 12, ხოლო 2017 წელს გარდაიცვალა 41, ხოლო მძიმედ დაშავდა 66 ადამიანი.
პროფკავშირების განმარტებით, ინფორმაცია დღეს მომხდარი უბედური შემთხვევის მონაცემებსაც შეიცავს.