აშშ-მ გამოაქვეყნა იმ ჩინური პროდუქციის ჩამონათვალი, რომლებზეც დაწესდება დამატებითი 15%-იანი გადასახადი. პროდუქციის მოცულობა ჯამში 50 მილიარდ დოლარს შეადგენს.
აღნიშნულ ქმედებას ითვალისწინებს აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმი სახელწოდებით „ბრძოლა ჩინეთის ეკონომიკური აგრესიის წინააღმდეგ“.
ჩამონათვალში შევიდა ჩინური წარმოების ისეთი პროდუქცია როგორიცაა ავტომობილები, მოტოციკლები, სარკინიგზო ტრანსპორტი, დაზგები, სამედიცინო და და სხვა დანადგარები, საავიაციო ნაწილები, თანამგზავრები და ჯამში 1,3 ათასი დასახელების პროდუქტი.
„პროდუქციის ჩამონათვალი შედგა უწყებათაშორისი კომისიის ეკონომიკური ანალიზის შედეგად და მიმართულია ჩინეთის იმ პროდუქციაზე, რომელსაც მოაქვს მისთვის მოგება სამრეწველო გეგმებით“ - ნათქვამია აშშ-ს სავაჭრო წარმომადგენლობის განცხადებაში.
იქვე წერია, რომ მიღებული ზომები ნაკლებად საზიანოა ამერიკის ეკონომიკისთვის.
კოკა კვირკველია