დიდ ბრიტანეთში სმარტფონ HTC-ის რეკლამა აკრძალეს, რომელშიც მონაწილეობს წყალში მხტომი ტომ დეილი.
სიუჟეტის მიხედვით, დეილი მობილურით აუზში სარგებლობს, თუმცა სარეკლამო სფეროს მარეგულირებელმა ორგანომ გამოიტანა დასკვნა, რომ მსგავსი ფორმით ნივთის გამოყენება მომხმარებლებისთვის ამ ნივთის დაზიანებას გამოიწვევდა. რეკლამაში დეილი ხტება ყველაზე მაღალი ტრამპლინიდან და სელფის იღებს ჰაერში. ის ასევე სარგებლობს სმარტფონით აუზიდან ამოსვლის შემდეგ.
კვლევის შედეგად დაგინდა, რომ აღნიშნული სმარტფონი სულაც არ არის გათვლილი აუზის წყალთან კონტაქტისთვის, მაგრამ ტაივანურ კომპანიას აღნიშნული რეკლამა არ წაუშლია მისი YouTube-ის არხიდან. კომპანიის განცხადებით, სმარტფონს გააჩნია წყალგაუმტარობის IP67 მაჩვენებელი, რომელიც ტელეფონის მხოლოდ ერთი მეტრის სიღრმეში და ისიც ცოტა ხნით ჩაყვინთვის დროს შეძლებს გააგრძელოს ფუნქციონირება.
ეს სარეკლამო რგოლი თავდაპირველად სოციალურ ქსელებში 2017 წელს გამოჩნდა.
კოკა კვირკველია