ავიაბილეთებისა და სასტუმროების დაჯავშნის სერვისმა Skyscanner-მა ჩატარებული ანალიზის შესაბამისად რუს ტურისტებში ყველაზე პოპულარული მიმართულებები დაასახელა.
საქმე ეხება მაისის დღესასწაულებს.
რუს ტურისტებში ყველაზე პოპულარულ მიმართულებების რეიტინგში პირველ ადგილზე აღმოჩნდა თურქეთი - აქ დასვენების მსურველთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 77%-ით გაიზარდა. 34%-ით მოიმატა მოგზაურობის მსურველთა რაოდენობამ ბუდაპეშტში, რომელიც Skyscanner-ის რეიტინგში მეორე ადგილზე გავიდა.
რუსი ტურისტებისთვის მაისის დღესასწაულებზე ყველაზე პოპულარული მიმართულებების TOP-3-ში მოხვდა საქართველოც. Skyscanner-ის რეიტინგის მიხედვით, თბილისში დასვენების მსურველთა რაოდენობა წინა წელთან შედარებით 20%-ით გაიზარდა.