ინდოეთში ეთერიუმი ბიტკოინზე პოპულარული გახდა

ინდოეთის ინტერნეტ პროვაიდერ „ჯანას“ მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ინტერნეტის იქაური მომხმარებლები, ეთერეუმთან დაკავშრებულ ინფორმაციას ყველაზე ხშირად ეძებენ.

ამ მხრივ, მსოფლიო ბაზარზე კაპიტალიზაციით მეორე ყველაზე პოპულარულმა ვალუტამ, თვით ბიტკოინი ჩამოიტოვა.

კვლევის შესაბამისად, ციფრული ვალუტების შესახებ ინფორმაციის ინტერნეტში ძებნის 34.4 პროცენტი სწორედ ეთერიუმზე მოდის. ბიტკოინის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 29.9 პროცენტია. იმავე კვლევის მიხედვით, ოქტომბერ-თებერვლის პერიოდში, ეთერიუმის პოპულარობა დაახლოებით ორჯერ გაიზარდა.

ინდოეთში ბოლო ერთ წელიწადში ციფრული ვალუტების პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ერთი წლის წინათ იქ ბიტკოინზე მოთხოვნა, ეთერიუმისაზე 30 პროცენტით მეტი იყო.

ინდოეთში ციფრული ვალუტების პოპულარობას თავისი მიზეზი აქვს - 2016 წელს ქვეყნის სარეზერვო ბანკმა, ძვირადღირებული ანგარიშები მიმოქცევიდან ამოიღო, რამაც ქვეყანა შეძრა. ამან გამოიწვია ის, რომ მომხმარებელმა ინტენსიურად დაიწყო ციფრული ვალუტების გამოყენება, რასაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. სწორედ კონტროლის არარსებობაა ის ძრითად მიზეზი, რამაც ბიტკოინის და მის კვალობაზე, სხვა ციფრული ვალუტების პოპულარობა განაპირობა.

მაგრამ სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების მსგავსად, ციფრული ვალუტების გაკონტროლების მიმართულებით, ციფრულ ვალუტებზე ზეწოლას ინდოეთის სარეზერვო ბანკიც აძლიერებს. ამას კი შედეგად ციფრულ ვალუტებზე ვაჭრობის მოცულობის შემცირება მოჰყვა. კერძოდ, პოპულარულ სავაჭრო პლატფორმებზე მოცულობა 90 პროცენტით დაეცა.

მაგრამ ეს მხოლოდ იმას მოასწავებს, რომ კერძო პირების უმეტესობა, ცენტრალიზებულ სავაჭრო პლატფორმებს თავს არიდებს და თავისი აქტივები სხვა პლატფორმებზე გადააქვს. გაიზარდა ანგარიშიდან ანგარიშზე გადარიცხვების მოცულობაც. მაგალითად, „კრიპტოკომპარის“ მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ ინდური რუპიის ტრანზაქციების დაახლოებით ორი მესამედი, ვებგვერდ „ლოუკლბიტკოინზე“ ხორციელდება, ადგილობრივ გვერდზე, რომელიც ცენტრალიზებას არ ექვემდებარება და რომელზეც ციფრული ვალუტის ფიატურ ფულზე გადაცვლაა შესაძლებელი.

რაც შეეხება ეთერიუმის პოპულარობის ზრდას, ამას ის მარტივი მიზეზი აქვს, რომ მიმდინარეობს ციფრული ვალუტების ფლობის დივერსიფიკაცია. გარდა ამისა, ეთერიუმით ICO-ებში ინვესტირება უფრო მოსახერხებელია. ტრეიდერები სულ უფრო ხშირად ცდილობენ ციფრულ სტარტ-აპებში ფულის დაბანდებას იმ მიზნით, რომ სწრაფი და დიდი მოგება მიიღონ. თუმცა ეს მიმართულება მაღალ რისკთან არის დაკავშირებული.