სავალუტო ჯიხურებში თანხის გადაცვლის შემდეგ მისი დაბრუნება მოქალაქეთა გარკვეულ კატეგორიას შეეხება.
კერძოდ, თანხის გადაცვლიდან 30 წუთის შემდეგ მის დაბრუნებას ის მოქალაქეები შეძლებენ, რომელთა მიერ განხორციელებული ტრანზაქციის მოცულობაც 5000 ლარს ან უცხოურ ვალუტაში მის ეკვივალენტს არ აღემატება. ამის შესახებ ცვლილება ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების ახალ წესში შევიდა.
შეგახსენებთ, რომ სავალუტო ჯიხურები 1-ლი მარტიდან ვალდებული გახდნენ მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში ვალუტის გადაცვლის შემდეგ თანხა უკან დაუბრუნონ. თუმცა, მოქალაქეები თანხის უკან დაბრუნებას მხოლოდ ვალუტის გაცვლის ოპერაციის განხორციელებიდან 30 წუთის განმავლობაში შეძლებენ, რისთვისაც ვალუტის გაცვლის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა დასჭირდებათ.
სებ-ის ცნობით, ამ წესის გამოქვეყნებამდე რეგისტრირებულ ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს საქმიანობის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე მოუწევთ.