დღის უდიდესი ნაწილის მიწის ქვეშ გატარება და სასარგებლო მინერალების საკმაოდ რთულ პირობებშიმოპოვება მარტივი და სახარბიელო საქმე სულაც არ არის. მაღაროელების დიდი ნაწილი, სავარაუდოდ, ბავშვობაში ამ პროფესიაზე სულაც არ ოცნებობდა და არც იოცნებებდა თუ მის ყურამდე მაღაროში სამუშაო პროცესში დაღუპული ადამიანების რიცხვი მიაღწევდა.
მონაცემები კი ნუგეშისმომცემი სულაც არ არის. ყველწლიურად მიწის ქვეშ მინერალების მოპოვებისას ათასობით მაღაროელი იღუპება, განსაკუთრებით თუ სამუშაოები შახტური წესით მიმდინარეობს. დღესდღეობით, ყველაზე დიდი მსხვერპლი განვითარებად ქვეყნებსა და განვითრებული ქვეყნების სოფლების ტერიტორიაზეა დაფიქსირებული.
მაღაროში მომხდარი უბედური შემთხვევები, შესაძლოა, ბევრმა ფაქტორმა გამოიწვიოს, მათ შორის, მომწამლავი გაზების, როგორიც არის გოგირდწყალბადი,
ან ფეთქებადი ბუნებრივი აირების, განსაკუთრებით მეთანის გაჟონვამ, მტვრის აფეთქებამ, ჩამონგრევამ, მინერალების მოპოვებით გამოწვეულმა სეისმურმა მოვლენებმა, წყალდიდობამ, ან ტექნიკურმა შეცდომამ, ასევე მიწის ქვეშ არასათანადო ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებამ.
მაღაროებში მომხდარი უბედური შემთხვევების ისტორიაში ყველაზე ტრაგიკული ფაქტი 1942 წლის 26 აპრილს ჩინეთში ქალაქ ბენსიში მდებარე მაღაროში დაფიქსირდა. შემთხვევას 1549 მაღაროელის სიცოცხლე ემსხვერპლა. ყველაფერი ხანძრით დაიწყო, მაგრამ მაშინ იაპონელმა შახტის ოპერატორებმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს, სწრაფად გადაეჭრათ ვინტილაცია და მთლიანად გადაეკეტათ მაღარო იმისთვის, რომ ცეცხლი ჩაექროთ.
ამ გადაწყვეტილების შედეგად, ბევრი თანამშრომელი, რომლების ევაკუაციაც ვერ მოესწრო, მაღაროში დარჩა გამოკეტილი და გაიგუდა. მას შემდეგ, რაც ამ გზით ცეცხლის ჩაქრობა მოხერხდა და მაღარო ხელახლა გაიხსნა, გარდაცვლილი ადამიანების ცხედრების გამოსვენებას 10 დღე დასჭირდა. გარდაცვლილთა შორის 1518 ჩინელი და 31 იაპონელი იყო.
21-ე საუკუნის ყველაზე მძიმე კატასტროფები, რომელიც მაღაროებს უკავშირდება:
2000 წლის 30 იანვარს რუმინეთში ბაია-მარეში ციანიდმა გაჟონა. ამ შემთხვევას ყველაზე საშინელი ეკოლოგიური კატასტროფა უწოდეს ევროპაში ჩერნობილის შემდეგ. შემთხვევის შედეგად წყალი 100 000-მა ტონა ციანიდმა დააბინძურა და მიუხედავად იმის, რომ შემთხვევას ადამიანური მსხვერპლი არ მოჰყოლია, გაჟონვის შედეგად, მდინარის ბინადრების 80% განადგურდა.
2010 წლის 5 აპრილს აშშ-ში, დასავლეთ ვირჯიანიში მდებარე შახტაში აფეთქების შედეგად 31-დან 29 მაღაროელი დაიღუპა.
2010 წლის 5 აგვისტოს ჩილეში სან-ხოსეს შახტის ჩამონგრევის შედეგად, მაღარო კატასტროფულად დაზიანდა და ამასთანავე ევაკუაციის ყველა შესაძლო გზა ჩახერგა, მაღაროში 33 მაღაროელი 700 მეტრის სიღრმეზე დარჩნენ. 69-დღიანი შეთანხმებული და მძიმე სამუშაოების შემდეგ, 33 მაღაროელის გამოყვანა მოხერხდა. საბედნიეროდ, ყველა მათგანი ცოცხალი იყო.