ჩინეთმა ამერიკას გადასახადების დაწესებისთვის მსო-ში უჩივლა

ჩინეთმა ოფიციალურად დაიწყო „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში“ გარჩევები ამერიკის მხრიდან დაწესებულ გადასახადებზე, რომელიც ვაშინგტონმა პეკინს რკინასა და ალუმინზე დაუწესა.

ამის შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის სამინისტრო იუწყება.

როგორც უწყება აღნიშნავს, აშშ-მა ერთი მხრივ, შერჩევით გამოიყვანა ამ სიიდან ცალკეული ქვეყნები, ხოლო მეორეს მხრივ, ის დაუწესა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს, მათ შორის ჩინეთს. პეკინში ეს დისკრიმინაციად მიაჩნიათ.

„ამერიკის მსგავსი ქმედებები მნიშვნელოვნად არღვევს მრავალმხრივ ვაჭრობებში არადისკრიმინაციულ მექანიზმს, არღვევს მსო-ს წინაშე აღებულ ვალდებულებას საბაჟო გადასახადების დაწევაზე, ასევე ზიანს აყენებს ჩინეთის კანონიერ ინტერესებს როგორც მსო-ს წევრი ქვეყნისა“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, აშშ-მა 25%-იანი საბაჟო გადასახადი მიმდინარე წლის მარტში დააწესა. აღნიშნული გადაწყვეტილება მან ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით ახსნა. ამასთან, ცალკეულ ქვეყნებს ამერიკამ ეს გადასახადი 1-ელ მაისამდე გაუუქმა.

კოკა კვირკველია