სავალუტო რეზერვები  3 თვეა მცირდება

2018 წლის მარტში იანვართან შედარებით საერთაშორისო სავალუტო რეზერვები თითქმის 40 მილიონი დოლარით შემცირდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 1-ლი აპრილის მდგომარეობით, სარეზერვო აქტივებმა 3.019 მილიარდი დოლარი შეადგინა.  იანვარში საერთაშორისო რეზერვების აქტივების მოცულობა 3,069 მილიარდ დოლარს შეადგენდა, თებერვალში - 3,022 მილიარდს.

ამასთან, იანვართან შედარებით საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, შემცირებულია უცხოური ვალუტის რეზერვებიც - 2,858 მილიარდი დოლარიდან 2,808 მილიარდ დოლარამდე. თებერვალში სავალუტო რეზერვების მოცულობა 2,813 მილიარდი დოლარი იყო.   

ამასთან, 2018 წლის 1-ლი აპრილის მონაცემებით, უცხოური ვალუტის რეზერვებიდან - 2,808 მლრდ დოლარიდან  2,333 მილიარდი დოლარი ფასიან ქაღალდებშია განთავსებული, ხოლო 474,9 მილიონი დოლარი ნაღდი უცხოური ვალუტა და დეპოზიტებია.