აშშ-მ რუსეთთან მიმართებაში სასანქციო სია გააფართოვა. აშშ-ს ხაზინას დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სასანქციო სიაში 26 პირი და 15 კომპანია მოხვდა.
სასანქციო სიაში მოხვედრილ პირებს შორის არიან ცნობილი რუსი ბიზნესმენები, ოლეგ დერიპასკა, სულეიმან კერიმოვი, იგორ როტენბერგი, ვიქტორ ვექსელბერგი.
ასევე სასანქციო სიაში მოხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი და „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი.