ბათუმის საზღვაო ჰოსპიტალიდან ნარკოტიკული საშუალებების დაკარგვის ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.
მათი ინფორმაციით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 269 - ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების წარმოების, მიღების, აღრიცხვის, გაცემის, შენახვის, გადაზიდვის, გადაგზავნის ან შემოტანის წესის დარღვევას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, საავადმყოფოდან ნარკოტიკული ნივთიერებები ორი კვირის წინ დაიკარგა.