როგორი იქნება 3D პრინტერით შექმნილი ავტომობილი

ავტომობილები უკვე დიდი ხანია აღარ ასრულებს მხოლოდ გადაადგილების ფუნქციას, ახლა ის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოცდის პოლიგონი გახდა. დღეს ავტომობილები საწვავის დანიშნულებით ელექტროენერგიას იყენებენ, ავტოპილოტის დახმარებით გადაადგილდებიან და მათი დანიშნულების ადგილზე გამოძახება სმარტფონის პროგრამის საშუალებითაა შესაძლებელი. მალე კი მათ 3D პრინტერის დახმარებით გააკეთებენ.

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ორმა კომპანიამ მცირე ზომის ელექტრომობილის LSEV-ის გამოშვება დააანონსა, რომლის თითქმის ყველა ხილული დეტალი, შასის, სკამებისა და შუშების გარდა, 3D პრინტერის მეშვეობით იქნება გაკეთებული. მცირე ზომის ეს მანქანა Smart Car-ს ჰგავს, თუმცა ზომაში კიდევ უფრო პატარაა.

LSEV-ს 3D პრინტერის საჭირო მასალების მწარმოებელი შანხაის კომპანიის

Polymaker-ისა და ელექტრომობილების მწარმოებელი იტალიური სტარტაპის XEV-ის მიერ იქმნება. როგორც ცნობილია, ავტომობილს 80 კმ/სთ სიჩქარის განვითარება და სრულად დატენვის შემთხვევაში, 150 კილომეტრის გავლა შეუძლია. შედარებით ნაკლები სიჩქარის განვითარების უნარი იმაზე მეტყველებს, რომ LSEV განსაკუთრებით კარგი შიდასაქალაქო გადაადგილებისთვის იქნება.

იტალიის ფოსტამ 5000 LSEV-ის ელექტრომობილი უკვე შეუკვეთა.

გაგრძელება იხილეთ