დიდ ბრიტანეთში ძალაში შევიდა განკარგულება, რომელიც ითვალისწინებს დამატებითი გადასახადის დაკისირებას უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომლებიც საკუთარ პროდუქციაში შაქრის შემცველობის დადგენილ ნორმებს არღვევენ.
ამრიგად, ბრიტანელებს სურთ შეამცირონ ძალიან ტკბილი სასმელების წარმოება, რომლებიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანების ჯანმრთელობას, განსაკუთრებით კი იწვევს სიმსუქნეს ბავშვებში.
გადასახადი გაეზარდათ იმ კომპანიებს, რომლებიც 100 მ/ლ სასმელზე 5 და მეტ გრამ შაქარს მოიხმარენ. იმ შემხთვევაში, თუ აღნიშნული რაოდენობის სითხეში შაქრის შემცველობა 8 გრამზე მეტი ქონება, გადასახდელი კიდევ უფრო გაიზრდება. ამასთან, გადასახადის გაზრდის გადაწყვეტილება არ შეეხებათ პროდუქტებს, რომლებიც დიდი რაოდენობით რძეს შეიცავს. აღნიშნული პროექტიდან შემოსული თანხა მოხმარდება სხვადასხვა პროგრამებს, რომლებიც მიმართული იქნება ფიზიკური აქტივობის გაზრდისკენ და დაბალანსებული კვებისკენ სკოლის ბავშვებში.
დიდი ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მას შემდეგ, რაც აღნიშნული ინციატივა გაჟღერდა, 2016 წელს ბრიტანელი არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებმა ნახევარჯერ შეამცირეს შაქრის გამოყენება საკუთარ პროდუქციაში. ეს დაახლოებით 45 მილიონი ტონით ნაკლები შაქარია წლის განმავლობაში.
„მწარმოებლები, რომლებიც არ გადაეწყობიან, გადაიხდიან გადასახადს წლიური 240 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობით“ - აცხადებენ ფინანსთა სამინისტროში.
კოკა კვირკველია