მერიამ თბილისის ქუჩებსა და მაგისტრალებზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულების წინასწარი მაჩვენებელი (ინდივიდუალური პროექტების) საგზაო ნიშნების დამონტაჟებაზე ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 21 აპრილს დაიწყება და 26 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 316 266 ლარია.
აღსანიშნავია, რომ სამუშაოს შესრულების საგარანტიო ვადა - მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არანაკლებ 5 წელია.
„ქალაქ თბილისის ქუჩებსა და მაგისტრალებზე დასამონტაჟებელია 18 ცალი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის მიმართულების წინასწარი მაჩვენებელი (ინდივიდუალური პროექტირების) საგზაო ნიშნები (ფარები), დასახლებული პუნქტის (თბილისი) დასაწყისის 5 ცალი და დასასრულის 5 ცალი მაჩვენებელი საგზაო ნიშანი,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.