"ბუნებრივია, საკადრო ცვლილებები იქნება, თუმცა, საკადრო ცვლილებები არაა ჩემი თვითმიზანი", - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, სადაც სამინისტროში საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.
„რეორგანიზაცია თავისთავად არ არის ჩემი თვითმიზანი. ეს საკადრო ცვლილებები ყოველთვის უნდა განვიხილოთ იმ ჭრილში, თუ რომელი ადამიანი, რომელ კონკრეტულ ამოცანას შეეფერება დროის კონკრეტულ მომენტში. საკადრო ცვლილებები იქნება, ეს გარდაუვალი პროცესია. საკადრო ცვლილებები შეიძლება იყოს ამ ეტაპზეც და მომდევნო ეტაპზეც“, - განაცხადა მინისტრმა.
მაია ცქიტიშვილმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე 30 მარტს შეცვალა.