ყველაზე ძვირადღირებულმა ციფრულმა ვალუტამ - ბიტკოინმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა და მისმა ღირებულებამ 7 ათას დოლარს მიაღწია.
როგორც მიმდინარე ვაჭრობის შედეგად ირკვევა, აღნიშნულის შემდეგ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მისი ფასი 7,6 ათას დოლარამდე გაიზრდება.
CoinMarketCap-ზე დღეს დილის მონაცემებით ბიტკოინი 2,36% —7,13 ათასამდე გაიზარდა, Bitfinex-ზე 2,3%-ით 7,1 ათასამდე. GDAX 2,24%-ით 7,09 ათას დოლარამდე.
ბიტკოინის მსგავსად ზრდა დაიწყეს სხვა კრიპტოვალუტებმაც, ასე მაგალითად, Ethereum-ის ფასი 5,96%-ით 412,5 დოლარამდე გაიზარდა, Ripple 3,06%-ით, 0,5 დოლარამდე, ხოლო Bitcoin Cash 3,43%-ით 670,72 დოლარამდე. CoinMarketCap - ის ინფორმაციით, ციფრული ვალუტების ბაზრის კაპიტალიზაცია ამ დროისთვის შედგენს 271,1 მილიარდ დოლარს, საიდანაც 45% მოდის ბიტკოინზე.
ახალი კვირის ზრდით დაწყებას უპირველეს ყოვლისა ხელი შეუწყო რამდენიმე დადებითმა ინფორმაციამ, მათ შორის, ჯორჯ სოროსის განცხადებამ, რომლის თქმითაც ამერიკელი მილიარდერის ფონდი აპირებს ოპერაციების დაწყებას ბიტკოინითა და სხვა ციფრული აქტივებით.
კოკა კვირკველია