დასახელდა ევროპის უმდიდრესი ადამიანი

კომპანიების ჯგუფის Louis Vuitton Moet Hennessy (LVMH)-ის პრეზიდენტი ბერნარ არნო ევროპის უმდიდრესი ადამიანია.

ამის შესახებ Bloomberg-ი წერს, რომლის ინფორმაციითაც არნოს ქონება 70,7 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

გამოცემის ინფორმაციით, არნოს ევროპის უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ლიდერ პოზიციამდე ამაღლებას ხელი შეუწყო კომპანია Christian Dior SE-ს აქციების ზრდამ. შედეგად კი მან უკან ჩამოიტოვა Inditex-ის მფლობელი ამანსიო ორტეგა, რომელიც ისეთ ცნობილ ბრენდებს აერთიანებს როგორებიცაა Zara და Massimo Dutti. ორტეგას ქონება ამ დროისთვის შეფასებულია 70,2 მილიარდ დოლარად.

ამავდროულად, ბერნარ არნო მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანებს შორის მეოთხე ადგილზე გავიდა, სადაც ლიდერებად რჩებიან ჯეფ ბეზოსი, ბილ გეიტსი და უორენ ბაფეტი.

კოკა კვირკველია