კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება დღეიდან ოფიციალურად შეწყდა

თბილისის მერიამ კომპანია „სითი პარკთან“ ხელშეკრულება დღეიდან ოფიციალურად შეწყვიტა.

როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განმარტა, 10 აპრილიდან, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, "სითი პარკის" ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზად დედაქალაქის მერი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობას და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებას ასახელებს.