ჟურნალ Forbes-ის მილიარდერთა სიაში მყოფმა უმდიდრესმა რუსმა ბიზნესმენებმა მხოლოდ ერთ დღეში 12 მილიარდი დოლარი დაკარგეს.
როგორც გამოცემა წერს, აქედან ყველაზე მეტი, დაახლოებით 1,6 მილიარდი დაკარგა სულეიმან კარიმოვმა.
ასევე მნიშვნელოვნად იზარალა ოლეგ დერიპასკამ, რომლის კომპანიები სანქციების სიაში მოხვდა და მხოლოდ გუშინდელი დღის განმავლობაში 50%-ით დაეცა, ხოლო თავად ბიზნესმენის ქონება კი 1,6 მილიარდით შემცირდა (-29,7%).
ფინანსური დანაკარგების მიხედვით, მესამე ადგილზეა დერიპასკას პარტნიორი „ნორნიკელში“ ვლადიმერ პოტანინი, რომელმაც გუშინ 1,4 მილიარდით იზარალა.
შეგახსენებთ, პარასკევს, 6 აპრილს აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტთან კონსულტაციის შემდეგ აშშ-ს ადმინისტრაციამ დააწესა სანქციები 7 რუს ბიზნესმენთან, 14 კომპანიასთან და 17 სახელმწიფო მოხელესთან დაკავშირებით.
კოკა კვირკველია