2018 წლის მეორე კვარტალში ქვეყნიდან 1, 132 მილიარდი დოლარი გავა — ეს ის თანხაა, რაც ქვეყანას მომავალი 3 თვის განმავლობაში საგარეო ვალის გადახდისთვის მოუწევს.
ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემით, „დაუყონებლივ გადასახდელი“ ვალის მოცულობა 758,2 მილიონი დოლარია.
ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საქართველოს საგარეო ვალის გადახდის განახლებული გრაფიკის მიხედვით, 2018 წლის მეორე კვარტალში სამთავრობო სექტორის 111,1 მლნ დოლარის საგარეო ვალის დაფარვა მოუწევს, ეროვნულ ბანკს - 0,7 მლრდ დოლარის, კომერციულ ბანკებს — 422,8 მლნ დოლარის. ამასთან, საგარეო ვალის განახლებული გრაფიკის მიხედვით სხვა სექტორს 426 მლნ დოლარის საგარეო ვალის დაფარვა მოუწევს. პირდაპირი ინვესტიციები - კომპანიათაშორისი სესხებისთვის გადასახდელი თანხა 171,6 მლნ დოლარს შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ მე-2 კვარტალში გადასახდელი 1,132 მილიარდი დოლარიდან 897,4 მილიონი დოლარი ძირი თანხაა, 235 მილიონი დოლარი კი პროცენტი.