პარკირების ადგილების მოსაწყობად ინფრასტრუქტურული სამუშაოები 700 საპარკინგე ადგილზე დაიწყება, - ამის შესახებ თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა მამუკა კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კობახიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის არ იცვლება საჯარომო ავტოსადგომების რაოდენობა და ადგილი.
„დღეიდან გავლენ ტექნიკური ჯგუფები ინფრასტრუქტურის მოსაწყობად. პირველ ეტაპზე იქნება ის 700 ადგილი, სადაც საპარკინგე ადგილი კეთილმოუწყობელი იყო. ხოლო 30 დღის ვადაში მთელ ქალაქში მოხდება ინფრასტრუქტურის განახლება და პარკირების ნიშნების შეცვლა.
რაც შეეხება საჯარიმო ავტოსადგომებს, იგივე კომპანიებთან მოხდა საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმება, რომ დისკომფორტი არ შეექმნათ მომხმარებლებს, რადგან ეს მათთვის ნაცნობი ადგილი იყო. არსებულ დატვირთვას შევხედავთ და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, გაიზრდება თუ არა ამ ადგილების რაოდენობა“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, დღეიდან პარკირების სისტემის მოსაწესრიგებლად, „სითი პარკის“ ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეასრულებს.