„სასტუმრო „შერატონის“ რენოვაცია სექტემბრისთვის უნდა დასრულდეს“, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიქტრი ქუმსიშვილმა დუბაიში, რას-ალ-ხაიმას საამიროს ამირთან, შეიხ საუდ იბნ საკრ ალ-კასიმთან შეხვედრის ფარგლებში განაცხადა. იხილეთ ფოტოგალერეა
მისივე თქმით, რას-ალ ხაიმას საინვესტიციო სააგენტოს მიმდინარე პროექტების მოცულობა საერთო ჯამში, 220 მილიონ დოლარზე მეტია.
„საერთო ჯამში, რას-ალ ხაიმას საინვესტიციო სააგენტოს მიმდინარე პროექტების მოცულობა 220 მილიონ დოლარზე მეტია. ეს არის „თბილისი მოლი“, რომელიც ყველა თბილისელისა და ტურისტისთვის მნიშვნელოვანი სავაჭრო ადგილია. „შერატონის“ რენოვაცია საერთო ჯამში, 51 მილიონი დოლარი დაჯდება, ამავე დროს მხოლოდ გასართობი ცენტრის მიმართულებით დამატებით კიდევ 9 მილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“, - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ცნობისთვის, 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასის" რეკონსტრუქცია რამდენიმე წელია მიმდინარეობს.