ამერიკის კონგრესში დაიწყეს რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მსჯელობა, რომლებიც გაამკაცრებს მოქმედ სასანქციო რეჟიმს.
წინა სანქციების კანონისგან განსხვავებით, ახალი პროექტი მნიშვნელოვნად მკვეთრი და მკაცრია.
კანონპროექტი, რომელიც ამერიკის მოქალაქეებს უკრძალავს ნებისმიერ ფინანსურ ოპერაციას რუსეთის სახელმწიფო ვალის მქონე კომპანიებთან, კონგრესმენებმა ჰოაკინ კასტრომ და მაიკლ ტერნერმა მოამზადეს.
დოკუმენტმა მიიღო სახელწოდება „დიდ ბრიტანეთთან სოლიდარობის აქტი რუსეთის წინააღმდეგ“ და ის შემუშავებულია სკრიპალების მოწამვლის პასუხად.
ახალი სანქციების ქვეშ ხვდებიან ვალის მქონე ფასიანი ქაღალდები, რომლებიც გამოსცეს რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ, რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, ან „კეთილდღეობის ფონდმა“, რომელთაც მიმოქცევის ვადიანობა განსაზღვრული აქვთ 14 დღით. გარდა ამისა, სანქციების მიღების შემთხვევაში ამერიკის მოქალაქეები ვერ შეიძენენ ისეთი ბანკების ობლიგაციებს როგორებიცაა - "Сбербанк", ВТБ, "Газпромбанк", "Банк Москвы", "Россельхозбанк", "Промсвязьбанк" და ВЭБ. მათი ობლიგაციები უტოლდება რუსეთის სუვერენულ ვალს.
მოქმედი სასანქციო კანონის ფარგლებში, ამერიკის ფინანსთა სამინისტროს დაევალა განეხილა რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციების შესაძლო აკრძალვის საკითხი. უწყებამ მითითებულ დროში - ნახევარ წელიწადში - წარმოადგინა ანგარიში, რომელშიც აღნიშნავდა, რომ ასეთი ნაბიჯი არ იქნებოდა გონივრული ევროკავშირის მხრიდან მხარდაჭერის გარეშე.
თუ ევროპულ ბანკებს დარჩებოდათ შესაძლებლობა რუსული ფასიანი ქაღალდების შეძენის, ეს ამერიკულ ბანკებსა და ფინანსურ ორგანიზაციებს არამომგებიან მდგომარეობაში ჩააყენებდა. ახლა კი კონგრესის მხრიდან აქტის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვალდებულია დააწესოს სანქციები.
პროექტს უკუძალა არ აქვს და სანქციებს დაექვემდებარება მხოლოდ იმ ობლიგაციებთან დაკავშირებული ოპერაციები, რომლებიც გამოცემულია სანქციების მიღების ძალაში შესვლის შემდეგ.
დოკუმენტი ასევე ითხოვს სანქციების გამკაცრებას თავად სახელმწიფო ბანკების წინააღმდეგ.
რუსეთში აღნიშნული სანქციების მიღებას „ნამდვილ ეკონომიკურ ომად აფასებენ“. იმაზე მკაცრ იზოლაციად, ვიდრე ეს ხდებოდა საბჭოთა კავშირისთვის ცივი ომის დროს. რუსეთის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, უცხოელ ინვესტორებს რუსეთის სახელმწიფო ობლიგაციების 34% ეკუთვნით, რომელთა საერთო მოცულობა შეადგენს 2,27 ტრილიონ რუბლს.
კოკა კვირკველია