Apple მთლიანად განახლებად ელექტროენერგიაზე გადავიდა

Apple-ის განცხადებით, კომპანია სრულად გადავიდა მისთვის საჭირო ელექტროენერგიის განახლებადი ენერგიით მიწოდებაზე.

შედეგად, კომპანიამ მნიშვნელოვანი წინსვლა დააფიქსირა, ჯერ კიდევ ორი წლის წინ გაკეთებული განცხადებიდან, რა დროსაც აღნიშნავდა, რომ კომპანია მისთვის საჭირო ელექტროენერგიის 93%-ს განახლებადი ელექტროენერგიიდან იღებდა.

როგორც გამოცემა The Verge წერს, ისევე როგორც Google-ის შემთხვევაში, საუბარი არ არის პირდაპირი წესით განახლებადი ელექტროენერგიის მიღებაზე და კომპანია და მისი პარტნიორები რა თქმა უნდა, მოიხმარენ ელექტროენერგიას საერთო ენერგოსისტემიდან, სადაც წარმოუდგენელია კონკრეტული „ელექტრონის წარმომავლობის“ დადგენა. თუმცა კომპანია აქტიურ ინვესტირებას ახდენს ქარის მზისა და სხვა „სუფთა“ ენერგეტიკის სფეროებში, ასევე ყიდულობს სერტიფიკატებს, რომლებიც ადასტურებს, რომ ენერგია მიღებულია განახლებადი წყაროებიდან.

„Apple-ს მსოფლიო მასშტაბით განახლებადი ენერგიის სფეროში 25 მოქმედი პროექტი გააჩნია. ისინი ახდენენ 626 მეგავატი სიმძლავრის გენერირებას, საიდანაც 286 მეგავატი მხოლოდ მზის გენერატორებზე მოდის. დამატებით 15 პროექტი მონტაჟის პროცესშია და მას შემდეგ, რაც მოხდება მათი ჩართვა, ეს წარმოქმნის 1,4 გეგავატ ელექტროენერგიას მსოფლიოს 11 ქვეყანაში“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, გასული წლის დეკემბერში სრულიად განახლებად ენერგიაზე გადასვლის შესახებ განცხადება გაავრცელა კომპანია Google-მა.

კოკა კვირკველია