თბილისში სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად იტალიური ფიჭვი დაირგვება. კერძოდ, მერიამ Pinus pinea-ს (თანმდევი მომსახურებით - დარგვა, მოვლა-პატრონობა) შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, 20 აპრილს დაიწყება და 23 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 34 955 ლარია.
„შესყიდვის ობიექტის მიწოდება (თანმდევი მომსახურებით: დარგვა, მოვლა-პატრონობა) უნდა განხორციელდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით, ეტაპობრივად: მცენარეების მიწოდება (თანმდევი მომსახურებით: დარგვა) უნდა მოხდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით, შემსყიდველის წერილობითი დავალების შესაბამისად; დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა უნდა განხორციელდეს 2019 წლის 31 მაისის ჩათვლით, შემსყიდველთან შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად.
მიმწოდებელი ვალდებულია დავალების მიღებიდან არაუგვიანეს ორი კალენდარული დღისა უზრუნველყოს ნერგების დარგვის დაწყება, შემსყიდველის წერილობითი დავალებით განსაზღვრულ ტერიტორია(ებ)ზე, მოთხოვნის შემთხვევაში ერთდროულად 5 (ხუთი) ლოკაციაზე,“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.