კომპანია Amazon-ი ზედიზედ მეორე წელია ლიდერობს ჩამონათვალს, რომელიც ადგენს რეიტინგს კომპანიების მხრიდან კვლევისა და განვითარების R&D მიმართულებით განხორციელებული ინვესტიციების მოცულობის მიხედვით.
როგორც გამოცემა Recode წერს, 2017 წელს Amazon-ის დანახარჯები „კვლევისა და განვითარების“ სფეროში გაიზარდა 41%-ით და შეადგინა 22,6 მილიარდი დოლარი. ძირითადად კომპანია ფულს ხარჯავდა ღრუბლოვანი სისტემის Amazon Web Services-ის პლატფორმაზე, ხმოვანი ასისტენტის Alexa-ს განვითარებაზე და სხვა ტექნოლოგიურ მიმართულებებზე, მათ შორის, მის კუთვნილ მაღაზიათა ქსელ Amazon Go-ში დანერგილ ახალ სისტემაზე, რომელიც მყიდველს საშუალებას აძლევს სალაროსთან მისვლის გარეშე მოახდინოს ანგარიშსწორება.
რეიტინგში Amazon-ს მოჰყვებიან სხვა ამერიკული IT-გიგანტები. მეორეა Alphabet (16,6 მილიარდით), Intel (13,1 მილიარდით), Microsoft (12,3 მილიარდით) და Apple (11,6 მილიარდით). ათეულში ასევე მოხვდნენ ჰოლდინგი Johnson & Johnson, ფარმაცევტული კომპანია Merck, ავტომწარმოებელი Ford, სოციალური ქსელი Facebook და კიდევ ერთი ფარმაცევტული კომპანია Pfizer.
კოკა კვირკველია