შპს ,,აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის სახალხო კლინიკური საავადმყოფოს“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100%-იანი წილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე 430 000 ლარად გაყიდა.
აუქციონის პირობის მიხედვით, მყიდველი ვალდებულია სამედიცინო პროფილით ფუნქციონირება სულ მცირე 10 წლის განმავლობაში უზრუნველყოს.
ამასთან, აუქციონის პირობების თანახმად, კლინიკაში დასაქმებული პერსონალის არანაკლებ 80%-ს შრომითი ხელშეკრულება შეუნარჩუნდება.