მსოფლიოში გლობალური ვალის მოცულობამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღია და 2018 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით, 237 ტრილიონი დოლარი შეადგინა,
- ინფორმაციას Institute of International Finance -ზე დაყრდნობით vestfinance ავრცელებს.
ამასთან, სააგენტოს ცნობით, გლობალური ვალის მოცულობა ბოლო ერთ კვარტალში 4 ტრილიონი დოლარით გაიზარდა. მთლიანად კი ვალის მოცულობა მსოფლიო მშპ-ს 317,8%-ს შეადგენს.
ჯამური ვალი აერთიანებს ყველა მონაცემს მთავრობების, ბანკების, კორპორაციებისა თუ საოჯახო მეურნეობების ვალს.
ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ გლობალური სავალო წნეხი არათანაბარია- რიგ ქვეყნებსა და დარგებში მცირდება, სხვებში კი, პირიქით, იზრდება.
IIF-ის 2017 წლის მესამე კვარტლის ინფორმაციით კი, ვალის მოცულობა იყო 233 ტრილიონი დოლარი, აქედან 64 ტრილიონი იყო სახელმწიფო სექტორის ვალი, 58 ტრილიონი დოლარი - საფინანსო სექტორის, 68 ტრილიონი - არასაფინანსო სექტორის, 44 ტრილიონი დოლარი კი შინამეურნეობის.
IIF მსოფლიოს აფრთხილებს, რომ ვალის ზრდამ შესაძლოა, შეაფერხოს გრძელვადიანი ზრდა და რისკი შეუქმნას ფინანსურ სტაბილურობას.