„რეფორმეტრი“ „საქსტატის“ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიული პროგრამების შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, პროფესიულ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხული სტუდენტების განაწილება სპეციალობების მიხედვით შემდეგია:
ინჟინერია - 5 336 სტუდენტი; აგრარული - 2 300 სტუდენტი; ბიზნესის ადმინისტრირება - 2 151 სტუდენტი; ჯანდაცვა - 2 037 სტუდენტი; დარგთაშორისი სპეციალობები - 1 696 სტუდენტი; ხელოვნება - 1 369 სტუდენტი; სამართალი - 507 სტუდენტი; განათლება - 98 სტუდენტი; სოციალური მეცნიერებები - 84 სტუდენტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - 54 სტუდენტი.