შს სამინისტროს თანამშრომლების მატერიალური წახალისების მიზნით, მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 5 მილიონი ლარი გამოიყო. ამის შესახებ, მთავრობის 2017 წლის 14 დეკემბრის განკარგულებაშია აღნიშნული, რომელიც საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.
კერძოდ, განკარგულების თანახმად, საუბარია, მხოლოდ განყოფილების უფროსსა და უფრო დაბალი თანამდებობის პირებზე.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეების (მხოლოდ განყოფილების უფროსი და უფრო დაბალი თანამდებობის პირები) მატერიალური წახალისების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს 5 000 000 ლარი გამოუყოს,“-აღნიშნულია განკარგულებაში.