საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილედ ილია ბეგიაშვილი დაინიშნა.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, უწყებაში საკადრო ცვლილებები განხორციელდა, რომლის შედეგადაც მინისტრის მოადგილედ ილია ბეგიაშვილი დაინიშნა.
სამინისტროს ინფორმაციით, ბეგიაშვილი 2014 წლიდან საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ადმინისტრაციულ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. 2014 წლამდე კი ბიზნეს-სექტორში საქმიანობდა.
ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილის პირველ მოადგილედ 2 აპრილს ირაკლი ქარსელაძე დაინიშნა, რომელიც ამასთანავე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის უფროსის პოსტსაც ითავსებს. ქარსელაძე მანამდე თანაინვესტირების ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.