რუსი ოლიგარქის ოლეგ დერიპასკას კომპანიის РусАл-ის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემდეგ მსოფლიო ბაზარზე ალუმინის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ოთხდღიან მონაკვეთში 13%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც 1988 წლის შემდეგ არ მომხდარა.
გუშინდელი ვაჭრობის შედეგად ლონდონის მეტალების ბირჟაზე (LSE) ალუმინის ფასმა 3%-ით მოიმატა და 2266,5 დოლარი შეადგინა ტონაზე. ბოლო ხუთი წლის მაქსიმუმი კი გასული წლის დეკემბერში დაფიქსირდა და 2290 დოლარი შეადგინა.
LSE-მ და ნიუ იორკის ბირჟა Comex-მა რუსული კომპანიის მხრიდან ალუმინის ახალი პარტიების მიწოდების შეწყვეტაზე განაცხადეს. ანალიტიკოსების განცხადებით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, ალუმინის ფასმა ცოტა ხნის წინ დამყარებული საფასო რეკორდი მოხსნას, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ადრე თუ გვიან, რუსული ალუმინი ბაზარზე კვლავ დაბრუნდება და სიტუაციაც დარეგულირდება.
ამასობაში კი, РусАл-ის აქციებზე ფასები ჰონგ-კონგის ბირჟაზე ვარდნას განაგრძობს, ხოლო მისი ამერიკელი კონკურენტების - იზრდება.
კოკა კვირკველია