სირიაზე მოსალოდნელი ავიაშეტევის ფონზე ნავთობის ფასი გაიზარდა

მსოფლიოს სანავთობო ბირჟებზე ნავთობზე ფასები იზრდება. გუშინდელი ვაჭრობის შედეგად „ბრენტის“ მარკის ნავთობზე ფასი პირველად 2014 წლის შემდეგ ბარელზე 72 დოლარს გადასცდა.

მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ნავთობმოპოვება და მისი საერთო მარაგების რაოდენობაც გაიზარდა, ფასები მაინც იმატებს. თუმცა გუშინ გავრცელებულმა განცხადებებმა ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ კი სირიაში შესაძლო ავიაიერიშის გამო ნავთობმიწოდებაში შეფერხებები გამოიწვია.

ლონდონის ბირჟაზე Brent-ის ფასმა გუშინ საღამოს 72,64 დოლარი შეადგინა, ხოლო WTI მარკის მსუბუქ ნავთობზე ფასებმა 1,6 დოლარით მოიმატა და 67,11 დოლარს მიაღწია ბარელზე.

ამერიკის ნავთობის მარაგები გასულ კვირას 3,31 მილიონ ბარელამდე გაიზარდა. ასევე რეკორდულ ნიშნულს მიაღწია ნავთობის მოპოვებამ, რომელიც დღეღამეში 65 ათასი ბარელით გაიზარდა და 10,525 მილიონი ბარელი შეადგინა.

ამერიკის გარდა, ასევე გაზრდილია ნავთობის მარაგები „ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციაში“, სადაც მან ხუთწლიან მაქსიმუმს მიაღწია და 44 მილიონი ბარელი შეადგინა.

კოკა კვირკველია