2018 წლის თებერვლის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ ფიზიკურ პირებზე 28.3 მლნ ლარის სესხია გაცემული.
ამის შესახებ ეროვნული ბანკის "საფინანსო სექტორის მიმოხილვაშია" ნათქვამი.
სებ-ის ცნობით, ფიზიკურ პირებზე გაცემული სესხების მოცულობა წლიურად 8.8 მლნ ლარით გაიზარდა. კერძოდ, 2017 წლის თებერვლის მდგომარეობით, ეს მონაცემი 19.5 მლნ ლარი იყო.
ამასთან, ეროვნული ბანკის ცნობით, თებერვალში ფიზიკურ პირებზე გაცემული სამომხმარებლო სესხების მოცულობამ - 15.9 მლნ ლარი შეადგინა; მაშინ როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მონაცემი - 20.6 მლნ იყო. წლიურად შემცირებულია იპოთეკური სესხების მოცულობაც. კერძოდ, 2018 წლის თებერვლის მონაცემით, 27.8 მლნ ლარის იპოთეკური სესხია გაცემული, 2017 წლის ამავე პერიოდში კი - 28.3 მლნ იყო. ამასთან, სებ-ის ცნობით, 44.4 მლნ ლარი სხვა სესხებზე მოდის.