ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის შეფასებით, საქართველოს საბანკო სისტემა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭია. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში განაცხადა, სადაც ციფრული აბრეშუმის გზის პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა.
„მაღალპროცენტიანი სესხები საბანკო სისტემაში აფერხებს მეწარმეობისა და ბიზნესის განვითარებას. საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას“, -აღნიშნა ბახტაძემ.