„თეგეტა“ საგაზაფხულო კამპანიის „დროა შეცვალოთ საბურავი“ ფარგლებში, Mercedes-Benz E Class-ის ავტომობილის მფლობელებს, Riken-ის და Firestone-ის ბრენდის ზაფხულის საბურავების სამ მოდელზე სპეციალური ფასების აქციას სთავაზობს.
„თეგეტა მოტორსის“ ინფორმაციით, აქციის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია, შეიძინოს: Riken 225/55R16 95V Maystorm 2 და Riken 225/55R16 95V Road perform 150 ლარის ნაცვლად - 115 ლარად, ხოლო Firestone 225/55R16 95H FS10 175 ლარის ნაცვლად - 120 ლარად. ასევე ისარგებლოს უფასო მონტაჟისა და ბალანსირების სერვისით. აქცია ძალაშია 30 აპრილის ჩათვლით „თეგეტას“ ყველა ფილიალში მთელი საქართველოს მასშტაბით, როგორც ერთიანი გადახდისას, ასევე განვადებით შეძენის შემთხვევაში.
„Riken-ი არის Michelin-ის ჯგუფში შემავალი პრემიუმ კლასის საბურავების მწარმოებელი ევროპული ბრენდი, რომელიც გამოირჩევა საბურავების წარმოების საუკეთესო ხარისხითა და თანამედროვე ტექნოლოგიებით.
Firestone არის პრემიუმ კლასის საბურავების მწარმოებელი კომპანია, რომელიც 1900 წლიდან საქმიანობს ბაზარზე და საბურავების წარმოების სფეროში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიაა. Firestone განვლილი პერიოდის განმავლობაში მუდმივად ცდილობდა ყოფილიყო ინოვატორი ტექნოლოგიების და უახლესი სტანდარტების წარმოებაში დანერგვის კუთხით.
„თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და 23 წელია მუდმივად ინარჩუნებს ავტოინდუსტრიაში ლიდერის პოზიციას. კომპანია ემსახურება 150 000-მდე რეგისტრირებულ საცალო და 10 000-მდე კორპორატიულ მომხმარებელს. „თეგეტას“ სერვის ცენტრებში მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა“, - ნათქვამია „თეგეტა მოტორსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.