წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოს საგარეო ვაჭრობა 23.3 %-ით გაიზარდა.
სტატისტკის ერორვნული სამსახურის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 823.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 23.3 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 740.3 მლნ აშშ დოლარი იყო (28.4 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 083.4 მლნ აშშ დოლარი (21.6 პროცენტით მეტი). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2018 წლის იანვარ-მარტში 1 343.1 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 47.6 პროცენტი შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 აპრილს გამოქვეყნდება